LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ქართველ მოჭიდავეს დოპინგის გამოყენებაში ადანაშაულებენ

110

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების 6 წევრი დოპინგის გამოყენებაშია დადანაშაულებული. შემოწმება ისევ გრძელდება და არაა გამორიცხული, ეს სია კვლავ გაიზარდოს.

გამოცემა საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს წესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით სპორტსმენთა ვინაობას არ ასახელებს, რადგან ჯერ სპორტსმენებს ანალიზის პასუხები არ ჩაბარებიათ.

აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ბრალდებულთა შორის უმეტესობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია, მაგრამ არიან ბერძნულ-რომაულიდანაც.

სპორტსმენებს მიეცემათ დისკვალიფიკაცია, ოღონდ მის ვადას საერთაშორისო ფედერაცია განსაზღვრავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g