ბევრი მშობელი დაიღალა იმის მოსმენით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვებს აფუჭებს. უამრავი რჩევა-დარიგება მოდის სხვადასხვა საიტებიდან ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა რაც არ უნდა შორს წავიდეს პროგრესი, არსებობს რამდენიმე დროში გამოცდილი ჭეშმარიტება, რომელიც სრულფასოვანი, კეთილი, თავდაჯერებული და ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვის გაზრდაში დაგეხმარებათ.
ჰარვარდელმა პროფესორებმა 6 ძირითადი რჩევა გააზიარეს, რომელიც შვილთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ:
გაატარეთ დიდი დრო ბავშვთან ერთად
ეს არის ყველაფრის საფუძველი. დაინტერესდით მისი საქმეებითა და პრობლემებით – ყურადღებით მოისმინეთ მათი პასუხები. ამით არამარტო უკეთ გაიცნობთ თქვენს შვილს, არამედ ბევრ რამეს ასწავლით კიდეც.
ყოველთვის უთხარით, რას ნიშნავს ის თქვენთვის
ფსიქოლოგების კვლევის თანახმად, ბევრმა ბავშვმა არ იცის, რომ ისინი მშობლებისთვის უმთავრესი ადამიანები არიან. მათ უბრალოდ უნდა მოისმინონ ეს სიტყვები. ნუ დაივიწყებთ, მათ ხშირად უთხრათ ეს ყველაფერი – ასე უფრო თავდაჯერებულები იქნებიან.
აჩვენეთ პრობლემის გადაჭრის და არა მისგან გაქცევის გზები
მაგალითად თუ მას აღარ სურს ფეხბურთის თამაში, სთხოვეთ აგიხსნას, რას უკავშირდება მისი ეს სურვილი. დაეხმარეთ მას ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში.
დაიხმარეთ სახლის საქქმებში და მადლობა გადაუხადეთ ამისთვის
კვლევები აჩვენებს, რომ ასეთ დროს ადამიანები უფრო ადვილად გამოხატავენ მადლიერებას, მარტივად პატიობენ და დახმარება უყვართ. ამიტომ ყოველდღიურად მოუფიქრეთ ბავშვს სახლის საქმეებში მიხმარების მცირე სია. ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, მადლობა მხოლოდ გამორჩეულად კარგი საქმისთვის გადაუხადონ და არა ყველაფრისთვის.
დაეხმარეთ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავება
მსგავსი პრობლემების გადაჭრაში მიხმარებით მშობლები შვილებს შიდა კონფლიქტებთან მოგვარებაში ეხმარებიან. ეს ყველაფერი აუცილებელია მათი ფსიქოლოგიური უსაფრთოებისთვისაც.
აჩვენეთ, რომ სამყარო გაცილებით დიდია, ვიდრე მათ ჰგონიათ
ფსიქოლოგების კვლევის თანახმად, ბავშვებს მხოლოდ მათი ვიწრო წრე აინტერესებთ, რომელიც ოჯახის წევრებისგან შედგება. აუცილებელია, რომ მათ ამ წრის გარეთ მყოფი ადამიანების შესახებაც იცოდნენ, რომლებიც მისგან სოციალური, კულტურული და გეოგრაფიული ასპექტებითაც გამოირჩევიან.
დასკვნის სახით ფსიქოლოგები გცირჩევენ: „ზრდილობიანი და მზრუნველი ბავშვის აღზრდა – მძიმე შრომაა. მაგრამ ეს არის სწორედ ის, რაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია და სამყაროში არცერთი სხვა საქმე არ არის უფრო მნიშვნელოვანი და დაფასებული“.





