ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები 55 000 ბილეთი 6 საათში გაიყიდა, რაც ახალი რეკორდია. შესაბამის განცხადებას Black Sea Arena-ს ავრცელებს.
„დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა. 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია.
დიდი მადლობა თითოეულ მელომანს ამ მუხტის შექმნისა და გაზიარებისთვის, შევხვდებით 23 ივლისს, “დინამო არენაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.