LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 თვე შესრულდა გიოს უცნაური წასვლიდან… ეს ჩვენი უკანასკნელი ერთობლივი ფოტოა, გიოს წასვლამდე 4 დღით ადრე გადაღებული“ – პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე

365
გია გახელაძე

პრო­ფე­სორ გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძის გარდაცვალებიდან 6 თვე გავიდა. მე­უღ­ლე ირმა მა­ლა­ცი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემოციურ სტატუსს ავრცელებს და პოსტს თან ურთავს უკანასკნელ ერთობლივ ფოტოს:

„დღეს 6 თვე შეს­რულ­და გიოს უც­ნა­უ­რი წას­ვლი­დან. ნა­ხე­ვა­რი წელი!

არ ვიცი, რო­გორ გავ­ძე­ლი ამ­დე­ნი ხანი მის გა­რე­შე, მაგ­რამ ერთი ხრი­კი გა­მო­ვი­გო­ნე – უბრალოდ, ამო­ვაგ­დე თა­ვი­დან, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად მოხ­და. ჩემ­მა ტვინ­მა თავ­დაც­ვის ისე­თი უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ მე თვი­თონ მიკ­ვირს. ასე უფრო იოლი გახ­და რე­ა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა.

გა­რე­მოს შეც­ვლა და შვი­ლებ­თან გა­დას­ვლაც და­მეხ­მა­რა და ცხოვ­რე­ბას ვაგ­რძე­ლებ, ვიბ­რძვი, ვმუ­შა­ობ და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვსწავ­ლობ კი­დეც. იოლი არაა, ამ ასაკ­ში ნუ­ლი­დან რაიმეს და­წყე­ბა, პრო­ფე­სი­ის შე­ძე­ნა, მით უფრო, ფიქ­რის და დას­წავ­ლის უნა­რიც რომ უკვე რთუ­ლია, ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ იმა­ზე კერ­კე­ტი ვყო­ფილ­ვარ, ვიდ­რე მეგონა. თა­ნაც პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ ჩვენს შვი­ლებს გზა­ზე და­ვა­ყე­ნებ და შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი მაქვს!

ეს ჩვე­ნი უკა­ნას­კნე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტოა. გიოს წას­ვლამ­დე 4 დღით ადრე გა­და­ღე­ბუ­ლი. იმ დღეს ისე­თი ბედ­ნი­ე­რი მე­გო­ნა თავი… ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა“, – წერს ირმა მა­ლა­ცი­ძე.

„გიოს დაკარგვამდე და დაკარგვის დღეებში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა“ – გიორგი გახელაძის მეუღლე პოსტს აქვეყნებს

ცნობისათვის, ინფორმაცია გიორგი გახელაძის გაუჩინარების შესახებ, 19 ივნისში ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. ძებნის ოპერაციაში მალევე ჩაერთო როგორც სამართალდამცველების ჯგუფები, ასევე მოქალაქეებისგან შემდგარი მოხალისე ჯგუფები.

რამდენიმე დღეში დაკარგული პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g