LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თვის შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკი სცენაზე გამოჩნდა

131
photo-collage.png (7)

,,გრემის” კვირეულის ფარგლებში, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის შავკანიანთა მუსიკის კოლექტივმა სპეციალური პრემიების გადაცემის რიგით მე-4 ცერემონია გამართა. ღონისძიებაზე, სადაც პატივს შავკანიან არტისტებს მიაგებენ, ყველასთვის მოულოდნელად, ჯასტინ ტიმბერლეიკიც გამოჩნდა.

მომღერალმა საღამოზე მონაწილეობა ფარელ უილიამსისადმი მიძღვნილ მუსიკალურ ნაწილში მიიღო. ამ უკანასკნელს Dr. Dre-ის სახელობის გლობალური გავლენის ჯილდო გადასცეს.

ფარელ უილიამსს, ბრენდისა და კირკ ფრანკლინს ,,გრემის” სპეციალურ პრემიებს გადასცემენ

აღსანიშნავია, რომ ჯეი თი სცენაზე 6 თვის შემდეგ წარდგა. გასული წლის აგვისტოს დასაწყისში მან გაამხილა, რომ ლაიმის დაავადებას ებრძვის, რის გამოც შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული.

ჯასტინ ტიმბერლეიკი ემოციურ განცხადებას ავრცელებს – არტისტი ლაიმის დაავადებას ებრძვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები