LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 წელი სანიმუშო ქცევით გაატარა ციხეში, საიდანაც ყველას უშვებენ ამის გარდა…

583
70859259-10219702928504968-7340595473939431424-o (1)

ზურა მახარაშვილი პროდუსერზე, დიჯეიზე და არტისტზე წერს, რომელიც 6 წელია მდმას მოხმარების გამო, ციხეში ზის და მისი ყველა მოთხოვნა შეწყალებაზე, უარით მთავრდება.

როგორც ზურა მახარაშვილის პოსტშია ნათქვამი, მიხაილო მუსიკის წერას ციხეშიც აგრძელებს და მისით საერთაშორისო მედია ინტერესდება.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ არტისტის ციხიდან დახსნაში დაეხმარონ, სადაც როგორც მიხეილო ამბობს, უკვე საკმარისად დაიტანჯა.

“არსებობს ერთი გოგო, რომელსაც ყველა ახალი შეწყალების გაგების დროს ვწერ ხოლმე და ვეკითხები, შეიწყალეს თუ არა მისი ქმარი. პასუხი: რა თქმა უნდა, არა! უკვე სასაცილოდ აღარ ყოფნის.

წარმოიდგინეთ, ჰყავს 6 წლის შვილი, რომელსაც მამა არ უნახავს და გონია ამერიკაში მუშაობს, არადა მამამისი ციხეში ზის 6 წელია უკვე, მდმას მოხმარებაზე(!) პირადი მოხმარების გამო, ხოდა ეს ბიჭი არის პროდიუსერი, დიჯეი და არტისტი რომელსაც ციხეში მოუწყეს ოთახი, სადაც წერს მუსიკას, საიდანაც წერს ისეთ მუსიკას, რომელსაც დიდი გამოხმაურება აქვს მსოფლიოში, მასზე წერენ Resident Advisor, Telekom Electronic Beats, და სხვა ცნობილი გამოცემები, რომლებიც ჩამოვიდნენ და ციხეში ჩაწერეს მასთან ინტერვიუ, წინა პრეზიდენტის სახელზე დაიწერა უამრავი შეწყალების თხოვნა, არსებობს ციხის ადმინისტრაციის დახასიათება, არსებობს შეწყალების თხოვნა, ხოდა იმ ცნობილი ვიდეოს არ იყოს, ამდენი შესაწყალებელი ადამიანი ზის უსამართლოდ და იტანჯება და რა გახდა ერთი ეს ბიჭი რომ გამოვიდეს?

ამაზე უსამართლობა ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება! საერთოდ არაფერი, ამაზე დიდი ტრაგედია, 6 წელი მდმას გამო და კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი. 9 წელი მიუსაჯეს ტიპს, საიდანაც 6 წელი სანიმუშო ქცევით გაატარა ციხეში, ციხეში საიდანაც ყველას უშვებენ ამის გარდა…

სამართლიანობა უნდა დაიწყოს ამ ბიჭიდან, ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ ერთად შეგვიძლია ამ ბიჭის დახსნა ჯოჯოხეთიდან, რომელშიც როგორც თვითონ ამბობს უკვე საკმარისად დაისაჯა!!

ასევე ჰაშტაგ #მეთანახმავარ -ზე იძებნება ბევრი სხვა ინფორმაცია და მხარდამჭერი მიმართვები,” – წერს ზურა მახარაშვილი.

 

შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა, რის გამოც საზოგადოების უდიდესი ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.

“ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში” – შეწყალების გამო პრეზიდენტი ყველამ გააკრიტიკა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g