LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში” – შეწყალების გამო პრეზიდენტი ყველამ გააკრიტიკა

286
50740863-3825526694131479-307080227404644352-o

ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში – ასე გამოეხმაურა ელისო კილაძე დღის მთავარ მოვლენას, რომელიც პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებულის შეწყალებაა.

„ჩემს ქვეყანას რომ არ ეხებოდეს საქმე და მისი პრეზიდენტის მავნებლურ შეწყალების აქტებს, მოიმარაგებდა კაცი (ქალიც) პოპკორნს და მშვიდად უყურებდა სეირს (ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში),“ – წერს ელისო კილაძე.

ეს ერთ-ერთი უარყოფითი შეფასებაა, რომელიც პრეზიდენტმა დღეს დაიმსახურა. იყო უფრო მწვავე კომენტარებიც. 

„სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ზედმიწევნით ათავისუფლებს ძალიან მძიმე დანაშაულებში, მკვლელობაში მსჯავრდებულებს.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არც კი მიიჩნევს თავს ვალდებულად, რამე განმარტოს.

ელისაშვილი შეწყალების კომისიაში კორუფციის ნიშნებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს, შედეგების მიხედვით კი იმპიჩმენტის საკითხი დაისვას.

„ეს შემთხვევები მიმყარებს ეჭვს, რომ კორუფციაშია ჩართული შეწყალებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი. სხვა ახსნა არ მაქვს. შეწყალების კომისია გაუქმებულია. ჰაერში გამოკიდებულია დებულება, კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მსჯავრდებულთა საქმეები ხარისხდებოდა. ორივე შეწყალებული იყო აჭარელი, აჭარაში რაღაც კორუფციული სქემა ააწყო სალომე ზურაბიშვილმა და აკეთებს ფულს. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

 

რა უნდა უქნან პრეზიდენტის ისედაც შემცირებულ ფუნქციებს?

კრიტიკა და შეწყალების მექანიზმის კიდევ ერთხელ გადახედვის მოთხოვნა გაისმა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მხრიდანაც.

იმის მიუხედავად, რომ გიგა ბოკერია ინსტიტუციების ფუნქციების შეზღუდვის მომხრე არ არის, არ გამორიცხავს, რომ საკითხის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგეს.

“მე, ზოგადად არ მიყვარს, რომ ცუდი ადამიანი თუ მოხვდება არაშესაფერის თანამდებობაზე, ამის გამო ინსტიტუტების დაზიანება მოხდეს, ანუ წესები შეიცვალოს, ამის წინააღმდეგი ვარ. თუმცა, ზოგჯერ დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნებშიც, ისტორიაში არის მაგალითი, რომ თუ ძალიან შორს შევიდა ამა თუ იმ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის უსაქციელობა და პოლიტიკური ზიანი, მაშინ იხილება ხოლმე ამ ინსტიტუტის ფუნქციების შეზღუდვაც. მე ამის მომხრე არა ვარ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამის აუცილებლობა დადგეს,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით მიუღებელია კახა კალაძისთვისაც. 

ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ვაგრძელებთ ბრძოლას!

ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ბეჟანიძეს დანაშაული არ უღიარებია. განაჩენი კი ევროპის სასამართლოშია დარღვევაზეა გასაჩივრებული.

კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს.

„ამაზე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მგონია, რომ ეს უნდა გადაიხედოს. მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა და როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მძიმეა. უმჯობესია, თვითონ პრეზიდენტმა გააკეთოს ამაზე განცხადება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

“არ შეიძლება, პრეზიდენტმა ამ საკითხზე თვითშემოქმედებას მიმართოს” – ეს განცხადებაც მმართველი გუნდის წარმომადგენელს გია ვოლსკის ეკუთვნის.  “ოცნების” დეპუტატის თქმით, აუცილებელია, პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხი გადაიხედოს.

ვოლსკი ფიქრობს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა.

შეწყალება ზოგადად კარგი ფაქტია, მაგრამ წარმომიდგენია შეწყალება ადამიანისა, რომელიც მუხლებზეა დაცემული, შეწყალებას ითხოვს და მონანიებული აქვს ყველაფერი და ამის გარდა, ის მხარე, რომელიც მისგან არის დაშავებული, წინააღმდეგი არ არის, რომ ეს შეწყალება მოხდეს. მე მხედველობაში მაქვს მძიმე დანაშაულები. 

არსებობს დანაშაულები, რომლებიც თუნდაც მძიმეა, მაგრამ არ არის ლეტალურ შედეგთან დაკავშირებული. ​ამასთან დაკავშირებით არავითარი შეკითხვა არ გამაჩნია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით შეკითხვაც გამაჩნია და ვფიქრობ, რომ ამ სფეროში სანამ არ დარეგულირდება და ეს მალე უნდა მოხდეს, გარკვეული პრინციპები არ ჩამოყალიბდება, შეცდომებისგან, გადაცდომებისგან, არასწორი გადაწყვეტილებებისგან არავინ არის დაზღვეული. ეს ვფიქრობ, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა,” – განაცხადა დეპუტატმა.

 

დავით ოთხმეზურის მკვლელობა და 12 წელი დევნილობაში

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

შეწყალებულის ადვოკატი „ფორტუნასთან“ აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად უდანაშაულოდ იყო დაპატიმრებული. ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ბეჟანიძეს დანაშაული არ უღიარებია. განაჩენი კი რომელიც 2018 წელს გამოიტანეს, ევროპის სასამართლოში მეექვსე მუხლის დარღვევაზეა გასაჩივრებული.

„ევროპის სასამართლო წინ არის ვაგრძლებთ ბრძოლას,“ – აცხადებს ადვოკატი „ფორტუნასთან“.

შეგახსენებთ, 18 წლის დათო ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მოკლეს. მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

“2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ოთხმეზურს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა”, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელ განცხადებაში.

“არ გეტყვით, რატომ შევიწყალე” – სალომე ზურაბიშვილი

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეც შეიწყალა. ამის შედეგად გამოწვეულ აჟიოტაჟს, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება. ზურაბიშვილი აღნიშნული ფაქტის გამო, საზოგადოებაში გაჩენილი ვნებათაღელვის შემდეგ, გამოვიდა ინციატივით, დაჩქარდეს შეწყალების უფლების გამოყენების კრიტერიმუმების დახვეწა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g