ინტერნეტში 6 წლის პრინცესა შარლოტას ახალი ფოტო ვრცელდება. ფოტოზე პატარა პრინცესა ცისფერ მაისურსა და ვარდისფერ შორტებშია გამოწყობილი, ხელში კი პეპელა უჭირავს. პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ფოტო კამპანიის ,,პეპლების დათვლა” მხარდაჭერის ფარგლებში გამოაქვეყნეს. ეს კამპანია მწერების მოვლისა და მათი გადათვლისკენ მოგვიწოდებს. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ პეპლები ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მათი მოვლა უმნიშვნელოვანესია.
პრინცესა შარლოტას ახალი ფოტოს ავტორი ქეით მიდლტონია.