LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 მარტოხელა დედას სააღდგომო ნობათი გადაეცა

735
93721130-235410421143120-9177661481607495680-n

მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის “მომავლის მზე” 60 მარტოხელა დედას სურსათი, პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები და სააღდგომო ნობათი გადაეცა.

აქცია კომპანია “შალის ჯორჯიას” მიერ იყო ორგანიზებული. კომპანიის დამფუძნებელი ნინო კაპანაძე აცხადებს, რომ მათმა კომპანიამ ქვეყანაში მცხოვრებ მარტოხელა დედებზე პასუხისმგებლობა აიღო და თანამშრომლობა ორგანიზაცია “მომავლის მზესთან” მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

“მომავლის მზის” დამფუძნებელის თეონა ფირანიშვილის განცხადებით, სოციალური პასუხისმგებლობა ყველაზე დიდი გარანტიაა მარტოხელა დედების ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

“მარტოხელა დედების დასახმარებლად მორიგი აქცია გაიმართა და მომავალში მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს. მადლობა ოთარ ქირიას სწორად შერჩეული სეგმენტისათვის. სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, – განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა თეო ფირანიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g