LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 მილიონზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა

88

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამის შედეგად 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა.

„ამ პროგრამის შედეგად 60 მილიონი დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მივიღეთ. ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ძალიან მოვინდომეთ და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა. 4 500 ოჯახი, ამ პროგრამის შედეგად არის დაზღვეული შემდგომი სავალუტო კურსის რყევებისგან. გარდა ამისა, ცვლილებები, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში, დაეხმარება გალარების პროცესს. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს 100 000 ლარამდე სესხების ლარში გაცემას“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, გალარების პროგრამა დღეს სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g