LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წელს ზემოთ მოქალაქეების მომართვა აცრაზე მცირდება – გააქტიურებულია „ბუსტერ“ დოზები: რესპუბლიკური საავადმყოფო

148
რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების მიმართვა აცრაზე მცირდება, თუმცა განსაკუთრებით გააქტიურებულია “ბუსტერ” დოზები.

მისივე თქმით, ბავშვების აცრის მხრივ განსაკუთრებული აქტივობა არ შეიმჩნევა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო კვირაში გააქტიურდა ვაქცინაციის ტემპი, რაც ძალიან კარგია, თუმცა მაინც არ არის ეს ის ციფრები, რაც სასურველია, მეტი გვჭირდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღიურად 2000-მდე აცრა ტარდება. 60 წელს ზემოთ მოქალაქეების მომართვა აცრაზე მცირდება. განსაკუთრებით გააქტიურებულია “ბუსტერ” დოზები, რაც კარგია. ბავშვების აცრის მხრივ განსაკუთრებული აქტივობა არ შეიმჩნევა“ , – აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g