LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

600 ლარი, 2400 ლარი, 9600 ლარი – რა ოდენობის ხელფასს იღებეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი

560
tbilisi-georgia-people-selling-souvenirs-pictu-pictures-rustaveli-avenue-central-114958008

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აპრილში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, წლიურად 3%-ით გაიზარდა.

2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 22.8%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 18%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 119%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5% შეადგენდა.

შეგახსენებთ, ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები