ზაზა ფაჩულიამ კიდევ ერთი ორმაგი დუბლი მიითვალა.
“ლოს ანჯელესთან” გამართულ მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
“გოლდენ სტეიტმა”კი მეტოქე ანგარიშით 117:106 დაამარცხა.
ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ კარიერის განმავლობაში NBA-ში მე-6000 მოხსნა მიითვალა.
მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩს 17 მარტს გამთენიისას “საკრამენტოსთან” გამართავს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=11&v=G8KkSDY0kTk