LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

61 წლის დემი მურის ექსტრაორდინარული გამოჩენა კანის წითელ ხალიჩაზე

223
page

კანის 77-ე კინოფესტივალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. მან 14 მაისს აიღო სტარტი და 25 მაისს გრანდიოზულად დაიხურება. ამ დროის განმავლობაში ჩვენ წითელ ხალაჩაზე უამრავი დასამახსოვრებელი გამოსვლა ვიხილეთ.

74 წლის მერილ სტრიპის გაელვება „კანის კინოფესტივალზე“

28 წლის შემდეგ – ნაომი კემპბელმა წარსული გააცხოცხლა

ცხადია, კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა ვერ ჩაივლიდა დემი მურის გარეშე. „მოდის სიმბოლოდ“ წოდებულმა, 61 წლის მსახიობმა გამორჩეული ლუქით კვლავაც მოახერხა საზოგადოების გაოცება.

ეს გახადათ ექსტრაორდინარული, ღია კრემისფერი ატლასის კაბა, რომელსაც ცალ მხარეს ისარივით ბასრი დეტალი ამშვენებდა. მურის ლუქს კი ბრილიანტის ყელსაბამი და მასიური საყურე ასრულებდა.

„ეს ჩემთვის უსაყვარლესი პროცესია“ – 61 წლის დემი მური შთამბეჭდავ ფოტო/ვიდეო მასალას გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები