მელ გიბსონი და მისი 26 წლის მეგობარი გოგო როზალინდ როსი მშობლები გახდნენ. პატარას ლარს ჯერარდ გიბსონი დაარქვეს. ინფორმაცია ვარსკვლავის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ წყვილისთვის ეს პირველი საერთო შვილია, თუმცა ცალკე გიბსონისთვის ის რიგით მეცხრეა. მსახიობს შვილები ყოფილი მეუღლისგან, რობინ მურისგან და მეგობარი გოგოსგან, ოქსანა გრიგორიევასთან ჰყავს.