ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი, რიგით 97-ე „ოსკარების“ ნომინანტები დაასახელა.
„ემილია პერესი“ 13 ნომინაციით ლიდერობს – „ოსკარი“ 2025 წლის ნომინანტები ცნობილია
როგორც მოსალოდნელი იყო. დემი მურმა „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ნომინაციაში „ოსკარის“ პირველი ნომინაცია მოიპოვა ფილმისთვის, „სუბსტანცია“. მედია მსახიობის პირველი კომენტარის მოლოდინშია.
ცნობისთვის, დემიმ ამავე ფილმისთვის უკვე მიიღო თავისი პირველი „ოქროს გლობუსის“ ჯილდო.
„ამას ნამდვილად არ ველოდი, მე ახლა შოკში ვარ. კინოინდუსტრიაში უკვე 45 წელია ვარ და ასეთი ჯილდო მხოლოდ ახლა მივიღე. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა ცრემლმორეულმა მსახიობმა.
ვიდეო: გამარჯვებული დემი მურის ენერგიული ცეკვა და ფოტოები „ოქროს გლობუსის“ შემდგომი წვეულებიდან