LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: დემი მურის ტრიუმფი და გაკაშკაშება წითელ ხალიჩაზე – 62 წლის მსახიობმა პირველი „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა

300
page

ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 2025 წელი დემი მურისთვის ტრიუმფალურად დაიწყო. მან „საუკეთესო ქალი მსახიობის“ ნომინაციაში, სკანდალური ფილმისთვის „სუბსტანცია“ გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს 62 წლის მსახიობის პირველი „ოქროს გლობუსის“ ჯილდოა.

ამ დღეს დემი წითელ ხალიჩაზე „არმანის“ მოოქრულ კაბაში გამოჩნდა, მის თვალწარმტაც „ლუქს“ „სვაროვსკის“ სამკაულები ასრულებდა.

„ამას ნამდვილად არ ველოდი, მე ახლა შოკში ვარ. კინოინდუსტრიაში უკვე 45 წელია ვარ და ასეთი ჯილდო მხოლოდ ახლა მივიღე. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა ცრემლმორეულმა მსახიობმა.

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია

ფოტო/ვიდეო: „დიორის“ ბორდოსფერი კაბა და „ბულგარის“ ბრილიანტის ყელსაბამი – 62 წლის დემი მურის მორიგი ფურორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები