LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

64 წლის ბრიჯიტ მაკრონი „ლუი ვუტონის“ ლურჯ მოკლე კაბაში (ფოტო)

645

საფრანგეთს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის ჰერცოგი ანრი და მისი მეუღლე, მარია ტერეზა ესტუმრნენ. მონარქებს ელისეის სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა უმასპინძლეს. ქვეყნის პირველმა ლედიმ ოფიციალური შეხვედრისთვის კლასკური სტილზე გააკეთა აქცენტი და „ლუი ვუტონის“ ლურჯი ფერის მოკლე კაბა შეარჩია. ამავე ფერის ტყავის ქამარი და მაღალქუსლიანი ფეხსასცმელი ანსამბლს უფრო ელეგანტურს ხდიდა.

ცოტა ხნის წინ 64 წლის ბრიჯიტ მაკრონმა ინდოეთში ვიზიტების სერია დაასრულა, სადაც მისი გარდერობი დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. საფრანგეთის პირველი ლედი შეხვედრებზე საგაზაფხულო ფერის ყოველდღიურ სასმოში პოზირებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები