სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე წერს, რომ მის 64 წლის დედას, მისივე ძმის ჯარიმის ჩასაბარებლად შუაღამით მიადგნენ.
„64 წლის დედაჩემს რამდენიმე წუთის წინ 5 პოლიციელი მიადგა 23:30-ზე ჩემი ძმის 5000 ლარიანი ჯარიმის ჩასაბარებლად (გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე 17 თებერვალს მისვლისთვის).
როგორი არარაობა უნდა იყო, ეს რომ დააორგანიზო და დაძინებული ადამიანი გააღვიძო და ესეთი „სიურპრიზი” მოუწყო.
განსაკუთრებული მადლობა სანდრო დარახველიძეს“, – წერს გიორგი ბურჯანაძე.