LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან შეთანხმებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი რადიკალურად შეცვალა: ხათუნა სამნიძე

58
1642849079-1642849061-900x570

“ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან შეთანხმებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი „რადიკალურად შეცვალა“, – ამის შესახებ “რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო რიგი კომენტარებისა და მოთხოვნებისა, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას. დღის განმავლობაში არაერთხელ ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია”,-განაცხადა სამნიძემ.

„ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციის მეორედ შეხვედრის შემდეგ სამნიძემ თქვა, რომ ამ რეზოლუციის თანაავტორი რესპუბლიკური პარტია არ იქნება.

სამნიძის თქმით, ოპოზიცია ითხოვდა, რომ რეზოლუციაში უფრო მკაცრი ფორმულირებები ყოფილიყო.

“როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა ტექსტი, როგორც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, მე ამას სხვანაიარად ვერ ვხსნი იმიტომ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია „ქართული ოცნებისგან“. ის ტექსტიც კი, რომელიც დილით იყო წარმოდგენილი, ისიც კი შეიცვალა“, – განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში იგეგმება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g