„პოპის დედოფლის“ გული კვლავ თავისუფალია. 66 წლის მადონა 28 წლის შეყვარებულს, აკიმ მორისს რამდენიმე თვიანი რომანის შემდეგ დაშორდა. სანდრო წყარომ გამოცემას განშორების მიზეზი გაუმხილა.
„მადონა იგივე პრობლემას გადააწყდა, რასაც წინამორბედ ურთიერთობებში. ეს გახლავთ დიდი ასაკობრივი სხვაობა. ისინი უბრალოდ სხვადასხვა ეპოქას მიეკუთვნებოდნენ. მადონას წინა შეყვარებულმა გული გაუტეხა და ასე მოიქცა აკიმიც. ის სხვა გოგონებს ეარშიყებოდა“, – აცხადებს წყარო.
აღსანიშნავია, რომ არტისტი ბოლო წლების განმავლობაში სულ ახალგაზრდა მამაკაცებს ხვდება. აკიმამდე ის ფრანგ მომღერალზე, 37 წლის ერიკ ლაბატზე იყო შეყვარებული. მანამდე 29 წლის მოკრივეს, ჯოშ პოპერს ხვდებოდა, ხანმოკლე რომანი ჰქონდა 28 წლის ენდრიუ დარნელთან, მანამდე კი 28 წლის მოცეკვავესთან, აჰლამალიკ უილიამსთან ცხოვრობდა, ამ უკანასკნელთან ურთიერთობა 7 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
„ამერიკას ქალები სძულს“ – მადონა სკანდალურ პოსტს ავრცელებს