მიშელ პფაიფერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება, ამჯერად არა კინოში, არამედ „ივ სენ ლორანის“ ულამაზეს სარეკლამო კამპანიაში. ენტონი ვაკარელის მიერ შექმნილი 2025 წლის საგაზაფხულო კოლექცია მსახიობმა საოფისე გარემოში წარმოადგინა და საქმიანი ქალის ახალი ლუქები შემოგვთავაზა.
მიშელ პფაიფერი ახალ ფოტოებზე დახვეწილი, დიდი ზომის, სტრუქტურულ პიჯაკებსა და შარვლებს ირგებს და ყველა ფოტოზე დახვეწილი და ელეგანტურია. კლიპის რეჟისორი, დევიდ სიმსია.
გარდა პიჯაკების დიზაინისა, ცალე აღნიშვნის ღირსია ფერთა შეხამება, ზაფხულის კოლექციაში ჭარბობს პასტელური ფერები. 66 წლის მიშელ პფაიფერი ყველა ფოტოზე განსხვავებულია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან როგორც ექსპერტები წერენ, ეს სწორედ ის ქალია, რომელმაც ერთნაირი დახვეწილობით მოირგო სექსუალური კაბები „ნაიარევ სახეში“ და პროვოკაციული კოსტიუმები ფილმში „ბეტმენის დაბრუნება“.
ფილტრისა და ფილერის გარეშე – მიშელ პფაიფერი 65 წლის ასაკში შეუდარებელია
უბერებელი სილამაზე – 65 წლის მიშელ პფაიფერი შავ ანსამბლში შეუდარებელია


