გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 918 641 -ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 3 767-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 873 178-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 68 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 13 289 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 34 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 5 327 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 009-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 43 437, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 020, PCR ტესტით – 18 417.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,98%, ბოლო 14 დღის – 6,43%, ბოლო 7 დღის – 5,94.
დღიურად აცრილთა რიცხვი 12 351-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.