რიჩარდ გირი და ალეხანდრა სილვა მშობლები გახდნენ. 69 წლის მსახიობსა და 35 წლის პუბლიცისტს, ვაჟი შეეძინათ. ინსაიდერის ინფორმაციით, პატარას შესახებ დედ-მამა ჯერჯერობით საუბარს არ აპირებს და არც მის სახელს ამხელს.
აღსანიშნავია, რომ ახალდაქორწინებულებისთვის ბიჭუნა პირველი საერთო შვილია. გირს სინდი კროუფორდთან ქორწინებიდან 18 წლის ჰომერი, სილვას კი ჰოვინდ ფრიდლანდისგან, 6 წლის ალბერტი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ რიჩარდ გირმა და ალეხანდრა სილვამ გასული წლის აპრილში იქორწინეს. მათ შორის სხვაობა 34 წელია.