გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 7 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 591 936-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 14 603-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 462 572-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 16 054 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 4 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 5 020 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 599-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 35 583, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 538, PCR ტესტით – 14 045.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 21,03%, ბოლო 14 დღის – 28,49%, ბოლო 7 დღის – 25,38%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 2 532-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.