„ფორტუნამ“ შეარჩია 7 საუკეთესო ფილმი, რომლის პრემიერაც თებერვალში იგეგმება და რომელზეც კინოკრიტიკოსები დიდ იმედებს ამყარებენ.
ლიზი ბორდენის შურისძიება / Lizzie
კრეიგ უილიამ მაკნეილის ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ის სასტიკი მკვლელობის შესახებ გვიყვება. ფილმში მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს.
მორიგი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ლიამ ნისონის მონაწილეობით, რომელიც შურისმაძიებელი მამის ისტორიას გვიყვება.
ადამ მაქკეის ოსკარზე ნომინირებული ფილმი, სადაც მთავარ როლებს კრისტიან ბეილი და ემი ადამსი ასრულებენ. დიკ ჩეინის შესახებ გადაღებული ფილმი ამერიკის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ვიცე-პრეზიდენტის ისტორიას გვიყვება.
წარსულის ლაბირინთები / Todos lo saben
ასგარ ფარჰადის ფსიქოლოგიური ტრილელი ყოფილი შეყვარებულების მოულოდნელი შეხვედრის ამბავს გვიყვება. კინოფილში მთავარ როლებს პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი ასრულებენ.
სქესის მიხედვით / On the Basis of Sex
ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მოსამართლე ქალის, რუტ ბეიდერ გინზბურგის ისტორია. ფილმში მთვარ როლს ფელისიტი ჯონსი ასრულებს.
კლინტ ისტვუდის ახალი ფილმი, სადაც ლეგენდარული რეჟისორი მთავარ როლს ასრულებს. ფილმი New York Times-ში 2014 წელს დაბეჭდილი სტატიის მიხედვით არის გადაღებული და ის ფინანსური პრობლემების მქონე მოხუცებულის სიტორიას გვიყვება, რომელიც ნარკობიზნესში აღმოჩნდება ჩათრეული.
დაპირება გამთენიისას / La promesse de l’aube
ერიკ ბარბიეს დრამა, რომელიც რომენ გარის ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით გადაიღეს.