LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ბურთი და 7 შვილი: რონალდომ ახალი გეგმა-ოცნება დაისახა

13

მადრიდის ”რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც 14 ნოემბერს მეოთხე შვილის მამა გახდა, მედიას გაანდო სურვილი… შვიდი შვილი ჰყავდეს.

”ვიდრე ვთამაშობ, ჩემი სურვილი რაც შეიძლება მეტი ჯილდოს მოგებაა. ამ ეტაპზე ჩემი ოცნებაა მორიგი ”ოქროს ბურთი”, მომავალ წელს – კიდევ ერთი. ძალიან მიხარია, რომ ბავშვებით ვარ გარემოცული. ჩემთვის ცხოვრება მათ გარეშე არაფერს ნიშნავს. მინდა მყავდეს 7 შვილი და მქონდეს ამდენივე ოქროს ბურთი”, – განაცხადა რონალდომ.

ამ ეტაპზე პორტუგალიელს 4 შვილი ჰყავს – 7 წლის კრიშტიანო უმცროსი, 5 თვის ტყუპები – ევა და მატეო და რამდენიმე დღის ალანა-მარტინა, რომელიც რონალდოს მეგობარმა ქალმა ჯორჯინა როდრიგესმა გაუჩინა. გოგონა როდრიგესის პირველი შვილია.

რონალდომ ოქროს ბურთი 2008, 2013, 2014 და 2016 წლებში მოიგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები