LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 დეკემბერს სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 14 ადამიანი: ჯანდაცვის სამინისტრო

125
Screenshot 2024-12-08 160950

7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 14 ადამიანი. ამავე ცნობის თანახმად, მათ შორისა აქციის 10 მონაწილე, მედიასაშუალების 2 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, თუმცა არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. 

მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში, მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს. დაშავებულებს ტანისა და თავის არეში, აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე – ჩივილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა ნაწილმა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმის რეკომენდაციით ან/და საკუთარი სურვილით დატოვა. 

აღნიშნული მონაცემები მოიცავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g