LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ჯილდო ფილმსს „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ – BAFTA 2023 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ

189
1_Baftas-2023

ლონდონში BAFTA Awards 2023-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბრიტანეთის კინოსა და ტელეხელოვნების აკადემიამ წლის საუკეთესო ტელეპროექტები გამოავლინა.

ყველაზე მეტი, 7 ჯილდო  ფილმმა „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ მიიღო. მან ნომინაციებში: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“, „უცხოენოვანი ფილმი“, „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“, „ორიგინალური საუნდტრეკი“, „კინემატოგრაფია“, „მონტაჟი“ და „ხმა“ გაიმარჯვა.

ოთხ-ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვეს „ელვისმა“ და „ინიშერინას კოშკმა“. „საუკეთესო ქალ მსახიობად“ კეიტ ბლანშეტი ფილმისთვის „ტარი“ დასახელდა, „საუკეთესო კაც მსახიობად“ კი ოსტინ ბატლერი აღიარეს, ფილმისთვის „ელვისი“. ჯილდოები საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლების შესრულებისთვის კერი კონდონმა და ბარი კეოგანმა კინოსურათისთვის  „ინიშერინას კოშკი“.

„ალექსანდრე მაკქუინის“ თეთრი კაბა, შავი ხელთათმანები და „ზარას“ საყურე 28 დოლარად – ქეით მიდლტონმა BAFTA-ს დაჯილდოებაზე ყველა დაჩრდილა

„ოსკარი“ 2023-ის წლის ნომინანტები ცნობილია

BAFTA TV Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები