LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალექსანდრე მაკქუინის“ თეთრი კაბა, შავი ხელთათმანები და „ზარას“ საყურე 28 დოლარად – ქეით მიდლტონმა BAFTA-ს დაჯილდოებაზე ყველა დაჩრდილა

543
page

ლონდონში, „როიალ ალბერტ ჰოლში“, BAFTA-ს ყოველწლიურ დაჯილდოება გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ სამეფო ოჯახის ღირსშესანიშნავი წარმომადგენლები, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამსი. ისინი წითელ ხალიჩაზე ხელიხელჩაკიდებული მიდიოდნენ და საოცრად გრაციოზულად გამოიყურებოდნენ.

პრინცი უილიამი BAFTA 2023 წლის ერთ-ერთ გამარჯვებულთან, ოსტინ ბატლერთან მივიდა და მას ტრიუმფი  მიულოცა.

რაც შეეხება ქეითის ჩაცმულობას, ამ დღეს ჰერცოგინიას „ალექსანდრე მაკქუინის“ თეთრი კაბა ამშვენებდა. ცალ მხარზე ამოღებული კაბა, ქეითის სილუეტს საოცრად დახვეწილს ხდიდა. მის „ლუქს“  მაღალყელიანი შავი ხელთათმანები  და „ზარას“ ოქროსფერი საყურე ასრულებდა, რომლის ღირებულებაც 28 დოლარია.

გვიანი ზამთრის ფანტასტიკური არჩევანი – ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ მწვანე პალტოში

BAFTA TV Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

 

View this post on Instagram

 

A post shared by WEDDED WONDERLAND (@weddedwonderland)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები