გსურთ ვარჯიშის დაწყება, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ამაში ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ. ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე მარტივი დავალება, რომელიც ადვილად გაგარკვევთ ფიტნესში და ვარჯიშის სტიმულსაც შეგმატებთ. მაშ ასე:
აზიდვები
ვარჯიშის ეს სახეობა ძირითადად მხრების კუნთების გამაგრებისთვის გამოიყენება, თუმცა, საერთო ჯამში რამდენიმე კუნთოვან სისტემაზე ერთად მოქმედებს. აზიდვები უფრო რთული სახის ვარჯიშების შესასრულებლად მოგამზადებთ.
ბუქნები განტელებით
ბუქნები ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოა, რომელიც ერთროულად ამუშავებს თქვენი სხეულის თითქმის ყველა კუნთოვან სისტემას. განტელების დახმარებით კი, თქვენ უფრო კონცენტრირებული გახდებით, რაც უფრო გაგიადვილებთ შემდეგ საფეხურზე გადასვლას.
განმკლავი განტელებით
განმკლავი მხრების ვიზუალური განვითარებისთვის საუკეთესო სავარჯიშოა. გარდა ამისა, განმკლავი განტელებით უზრუნველჰყოფს თქვენი პრესისა და მკერდის ვიზუალურ გაუმჯობესებასაც.
ბიცეფსის სავარჯიშო განტელებით
ეს ვარჯიში იდეალური საშუალებაა თქვენი ბიცეფსის გასაუმჯობესებლად. თუმცა, გაითვალისწინეთ, ვარჯიშის დროს, იდაყვები სხეულთან ახლოს გაიმაგროთ, რათა ვარჯიშმა თავის მაქსიმალური შედეგი გამოამჟღავნოს.
გაჭიმვები
ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გაახურეთ სხეული, რათა თავიდან აიცილოთ კუნთოვანი ქსოვილების დაზიანებები. გარდა ამისა, მსგავსი სავარჯიშოები გეხმარებათ პრესისა და მკერდის კუნთოვანი სისტემის გაუმჯობესებაში.
”მკვდარი ხოჭო”
ამ ვარჯიშით თქვენ არამარტო პრესს არამედ მკერდისა და მხრების კუნთოვან სისტემასაც აძლიერებთ. გარდა ამისა, ეს ვარჯიში საუკეთესო მოსადუნებელი საშუალებაა მჯდომარე სამუშაო საათების შემდეგ.
მწოლიარე ვარჯიში განტელებით
ამ ვარჯიშის დაწყებიდან ერთ კვირაში თქვენი მკერდის კუნთოვანი სისტემა საგრძნობლად შესამჩნევი გახდება. ეს დავალება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სხეულის კუნთოვანი სისტემის გასაუმჯობესებლად.






