“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას მატროსოვის ციხიდან ეხმაურება პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ მისი დაპატიმრებიდან 7 თვეში მას გიგი უგულავა “დააწიეს”. ყოფილი მინისტრის ვარაუდით, უახლოეს კვირაში კიდევ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის დაკავებაც მოხდება.
“7 თვის თავზე უგულავა დამაწიეს. 3 კვირაში ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით და მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი მატროსოვზე გაიმართება. ოღონდ, გარეთ 130/20-ზე არ უნდოდა ამ ვირიშვილს (ბიძინას) ლაპარაკი და მატროსოვზე შაში-ბეში-დუშაშით თუ უნდა გველაპარაკოს არ ვიცი”, – წერს ოქრუაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილი: ძველი აღარაფერი დარჩათ და წესით აქ, ციხეში უნდა „მიჩალიჩონ“ რამე ახალი
