LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წლიანი პაუზის შემდეგ, Fifth Harmony Jonas Brothers-ის კონცერტზე გამოვიდა

129
photo-collage.png (4)

Jonas Brothers-ის დაფუძნებიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავი ტურნე გრანდიოზულად გრძელდება. Jonas20: Greetings from Your Hometown Tour, რომელიც ასევე სამეულის ახალი დისკის მხარდასაჭერად იმართება, 10 აგვისტოდან დაიწყო და 14 ნოემბრის ჩათვლით, ჩრდილოეთ ამერიკას მოიცავს.

Jonas Brothers ახალ დისკს გამოუშვებს

აღსანიშნავია, რომ ტრიოს ჩამოყალიბების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აქამდე გამართული კონცერტები სიმბოლური და განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენებით გამოირჩა.

განვლილი საღამოების განმავლობაში, ,,ძმებმა ჯონასებმა” აუდიტორიას არაერთი სიურპრიზი მოუწყო, როცა სცენაზე ისეთი შემსრულებლები გამოიყვანა, როგორებიც: ჯესი მაკკარტნი, დემი ლოვატო, Marshmello და სხვები არიან.

31 აგვისტოს, დალასში ჩატარებულმა შოუმ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

საქმე ისაა, რომ 7 წლიანი პაუზის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, პუბლიკის წინაშე Fifth Harmony წარდგა და ჰიტები – Worth It და Work from Home შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ Fifth Harmony 2012 წელს, ბრიტანული სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის – The X Factor ამერიკულ ანალოგში, ხუთი წევრისგან ჩამოყალიბდა. 2016 წელს ჯგუფს კამილა კაბეიო გამოეყო, 2018 წელს კი, კოლექტივმა ნორმანისლორენ იარეგუეისელი ბრუკისა და დაინა ჯეინის შემადგენლობით, განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზა. მას შემდეგ, თითოეული თანაგუნდელი სოლო კარიერითაა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები