LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„18 წლის ქალიშვილი გასალამაზებლად წაიყვანა, მაგრამ…“, „ემმა თინეიჯერია და როგორც უნდა ისე ჩაიცვამს“ – ჯეი ლოსა და ემმას უახლესი გამოჩენა და მწვავე კრიტიკა

597
page

ჯეი ლო პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს, მან 18 წლის ქალიშვილი, ემმა სილამაზის ცენტრში, სტილისტთან წაიყვანა.

56 წლის არტისტი როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა, მან ამჯერად შავი მაქსი ქვედაბოლო და ატლასის ზედა მოურგო. მისი შვილი კი, როგორც ყოველთვის თავისუფალი სტილის „ლუქით“ იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ჯეი ლო ბოლო პერიოდში ხშირად ხდება ქალიშვილის სტილის გამო კრიტიკის ობიექტი. სოციალურ ქსელებში მას მოუწოდებენ, რომ გოგონაზე მეტად იზრუნოს და მის ჩაცმის სტილსა და ვიზუალურ მხარეს მეტი ყურადღება დაუთმოს.

არც მისმა უკანასკნელმა გამოჩენამ ჩაიარა კრიტიკის გარეშე.

„18 წლის ქალიშვილი გასალამაზებლად წაიყვანა, მაგრამ…“, „მხოლოდ ვარცხნილობის შეცვლა არ უშველის“, „თავად კი გამოიყურება მშვენივრად“, „ემმა თინეიჯერია და როგორც უნდა ისე ჩაიცვამს“, „მამის ასლია“, – არ წყდება კომენტარები.

„თვითონ კი არის ვარდივით და შვილები…“ – ჯეი ლო ტყუპების 18 წლის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს – უახლესი ფოტოები

„ბოლოს და ბოლოს ბიჭია თუ გოგო?!“ – ჯეი ლოს კვლავ ქალიშვილის ჩაცმულობისა და სტილის გამო აკრიტიკებენ – უახლესი პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები