მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადავარდა. შემთხვევა ახალქალაქში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მარტო იყო სახლში და აივანზე თამაშობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა.
შსს-მ „ფორტუნას“ განუცხადა, რომ მოზარდი ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდს ორივე ბარძაყის მოტეხილობა აქვს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.