პატრიარქ შიო III-ის პირველი პედაგოგი ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილი გადაცემაში „კურიერი PS“ სასულიერო პირის ბავშვობის წლებს სიამაყით იხსენებს.
პედაგოგმა დეტალურად ისაუბრა პატრიარქის მუსიკით ადრეულ დაინტერესებასა და იმ განსაკუთრებულ თვისებებზე, რაც მას 7 წლის ასაკიდანვე ახასიათებდა.
ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილის მოგონებით, შიო მესამემ მუსიკალური ინსტრუმენტის მიმართ ინტერესი პირველივე შეხვედრისას გამოხატა:
„ძალიან აღფრთოვანდა, ჩელო რომ დაინახა. ხელი გავატარებინე სიმებზე და თქვა – აი, რა ბგერა აქვსო… 7 წლის იყო, როდესაც ჩემთან მომიყვანეს. მას „ბუტას“ ვეძახდით. ძალიან მონდომებულად მეცადინეობდა. [იოჰან სებასტიან] ბახი უყვარდა განსაკუთრებულად, უბრალოდ გიჟდებოდა მასზე და თითქმის ყველაფერი დავუკარით, რაც კი ბახის შემოქმედებიდან იყო შესაძლებელი“.
როგორც პედაგოგი „კურიერი PS“-სთან აღნიშნავს, მათი გაკვეთილები მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლებოდა და დიდ ადგილს უთმობდნენ ზოგადი განათლების საკითხს.
„მხოლოდ ინსტრუმენტზე არ ვუკრავდით – წიგნებზე, მუსიკაზე, მწერლობაზე, ლექსებზე, სიყვარულსა და აბსოლუტურად ყველაფერზე ვსაუბრობდით“, – იხსენებს ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილი.
