LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წლის ლუკა დუდაშვილის დაღუპვა დადასტურდა -“ჯერჯერობით მხოლოდ ლუკა არის ნაპოვნი”: რას წერს გარდაცვლილის ნათესავი

822
Untitled

შოვში, სტიქიის შედეგად 7 წლის ლუკა დუდაშვილის დაღუპვა დადასტურდა. ლუკა შოვში დედასა და და-ძმასთან ერთად ისვენებდა, რომლებსაც მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ.

“გთხოვთ პატივი ეცით გარდაცვლილებს და მის ახლობლებს. ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას სოციალურ მედიაში (განსაკუთრებით FB – ზე).

ჯერჯერობით მხოლოდ ლუკა არის ნაპოვნი.

ნუ მწერთ ჟურნალისტები: “დარწმუნებული ხართ?!’, “ზუსტად იცით?!’…

იფიქრეთ და ადამიანის მდგომარეობაში შედით, გთხოვთ!

ჩემით მესმოდა ბიძაჩემის განწირული ხმა და როგორ ეხუტებოდა ნაპოვნ ლუკაჩოს რომელიც სულ ეკლებში იყო, თქვენი აზრით არ ვიცი ზუსტად? გთხოვთ დაფიქრდეთ სანამ რამეს დაწერთ ან მოგვწერთ.

მადლობა ყველას თანადგომისთვის…

ვეცდები ახალი ინფორმაცია გაგაგებინოთ, რადგან სათითაოდ ყველას ვერ გწერთ”, – წერს დაღუპული ბავშვის ნათესავი.

თავდაცვის მინისტრი: „შოვში რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარი ამოვიყვანეთ”

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები