LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7 წლის წინ ისეთი რამ დაიწყო, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა“ – საბა საპანაძე Geo Team-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს

123
2026-01-30_00-19-09_695598

სპორტული მედია-პლატფორმის Geo Team-ის დამფუძნებელი, საბა საპანაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და გვეუბნება, რომ მის გვერდს დაარსებიდან 7 წელი შეუსრულდა.

„ეს დღე ძალიან მიყვარს…7 წლის წინ ისეთი რამ დაიწყო, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.

29 იანვარი GEO TEAM-ის დაბადების დღეა, ამ დროიდან ვიღებ უსაზღვრო სიყვარულს და ემოციებს თქვენგან, რასაც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, შესაბამისი პასუხი დავუბრუნოთ ოპერატიული, სანდო ინფორმაციებითა და საინტერესო კონტენტებით.

7 წლის წინ დავიწყეთ ერთ პლატფორმაზე ქართული ფეხბურთის სიყვარულით ხალხის გაერთიანება.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც თითო მოწონებითა თუ კომენტარითაც კი ჩვენს განვითარებაში რაიმე სახის წვლილი შეუტანია. მადლობა ყველა სპონსორს, რომელიც გვერდში დაგვდგომია და ახლაც გვიდგას, მადლობა ჩვენს ერთგულ გამომწერებს და რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს მაგარ ფეხბურთელებს.

7 წელი თქვენთან ერთად. დღეს GEO TEAM-ის დაბადების დღეა“, – წერს საბა საპანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g