არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „ისტორია გმირების ზურგზეა ნაშენები და ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ, რომელსაც არასდროს დავივიწყებთ!“
„ისტორია გმირების ზურგზეა ნაშენები. 7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს. მისი ნაწამები ცხედარი 26 დღის შემდეგ დააბრუნეს – რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ. არასდროს დავივიწყებთ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.