LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 წლის ფილ კოლინზმა კონცერტი სკამზე მჯდომმა ჩაატარა – მომღერლის ახალი ფოტოები ძალიან სევდიანია

152
news455

70 წლის ფილ კოლინზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. ამის დასტურია დეტროიდში ჩატარებული ბოლო კონცერტი, სადაც კოლინზმა სცენაზე დგომა ვერ შეძლო და მთელი კონცერტის მანძილზე სკამზე მჯდომი მღეროდა. მუსიკოსი ამჯერად ბოლო ტურნეს Genesis’ The Last Domino მართავს და კონცერტებიც სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში იმართება.

ფილ კოლინზის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, როდესაც მუსიკოსმა ხერხემალზე რთული ოპერაცია გადაიტანა. ამის შემდეგ ის მხოლოდ სავარძლით ჩნდებოდა და სცენასაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

რაც ეხება დეტროიდს კონცერტს, ამბობენ, რომ ის ძალიან ემოციური გამოვიდა, რადგან მთელი კონცერტის მსვლელობისას მას პუბლიკა ამხნევებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g