74 წლის მიკ ჯაგერი 22 წლის შეყვარებულს დაშორდა. მიზეზად 1 წლის ვაჟიშვილისთვის მეტი დროის დათმობა სახელდება, რომელიც მას 30 წლის ბალერინამ, მელანი ჰემრიკმა გაუჩინა.
შეგახსენებთ, რომ რიგით მერვე შვილი ლეგენდარულ მუსიკოსს 2016 წლის დეკემბერში ეყოლა. ჯაგერმა მას მამის, დევერო ოქტავიოს სახელი დაარქვა. ბავშვის დედას ის მისი დაბადებისთანავე დაშორდა, თუმცა მას ნიუ-იორკში ფეშენებელური სახლი უყიდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიკ ჯაგერს ხუთი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავს.