LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hackney Diamonds – ლეგენდარულმა The Rolling Stones-მა ალბომი გამოუშვა

156
page

ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა, The Rolling Stones-მა ალბომი Hackney Diamonds გამოუშვა. ბენდის ახალ ალბომში მონაწილეობას ლედი გაგა, სტივი უანდერი, ელტონ ჯონი და პოლ მაკკარტნი იღებენ. განსაკუთრებულად ემოციურია ის ფაქტი, რომ ჩვენ გარდაცვლილი ჩარლი უოთსის, „როლინგების“ დრამერის ბოლო ნამუშევარსაც მოვისმენთ.

ლედი გაგას გასაოცარი დუეტი როკ-ენ-როლის მეფეებთან  – 80 წლის ჯაგერმა და 37 წლის გაგამ „სცენა დაანგრიეს“

ალბომი 12 კომპოზიციას აერთიანებს. პირველმა ორმა სინგლმა, Angry და Sweet Sounds Of Heaven მუსიკალური კრიტიკოსების მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ხარისხიანი მუსიკა კვლავ იქმნება – The Rolling Stones, ლედი გაგა და სტივი უანდერი – ლეგენდარულმა ჯგუფმა მორიგი სინგლი გაავრცელა

რამდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკში გამართული კონცერტი საოცრად ვარსკვლავური და ხმაურიანი გამოდგა. 80 წლის მიკ ჯაგერი, 79 წლის რონი ვუდი და 79 წლის კიტ რიჩარდსი, სცენაზე 90 წუთის განმავლობაში იდგენენ  და ნამდვილი სანახაობა მოაწყვეს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა ლედი გაგას გამოჩენა. „გრემის“ მფლობელმა მუსიკოსმა როკ-ენ-როლის მეფეებთან ერთად სინგლი, Sweet Sounds Of Heaven შეასრულა და „სცენა დაანგრია“.

ვიდეო: დაბრუნება ვინტაჟურ ეპოქაში – The Rolling Stones-მა სინგლი Angry გაავრცელა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები