LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დაბრუნება ვინტაჟურ ეპოქაში – The Rolling Stones-მა სინგლი Angry გაავრცელა

173
page

მეოცე საუკუნის უდიდესმა ბენდმა, The Rolling Stones-მა მომავალი ალბომის, Hackney Diamonds-ის სინგლი გამოუშვა. Angry – ასე ჰქვია მათ ახალ სიმღერას, რომელიც ვინტაჟურ ეპოქაში დაგაბრუნებთ. რამდენიმე საათის წინ გავრცელდა საოცრად შთამბეჭდავი კლიპიც.

საუკუნის ალბომი! – ლეგენდარულმა The Rolling Stones-მა Hackney Diamonds დააანონსა

ცნობისთვის, Hackney Diamonds, რომლის პრემიერაც 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ბენდის რიგით 24-ე ბრიტანული და 26-ე ამერიკული სტუდიური ალბომი იქნება. მოვისმენთ გარდაცვლილი ჩარლი უოთსის, ჯგუფის დრამერის ბოლო ნამუშევარს. ასევე, The Rolling Stones-მა, ახალ ნამუშევარში The Beatles-ის სოლისტი, პოლ მაკკარტნი და ლეგენდარული მუსიკოსი, ელტონ ჯონი მიიწვია.

ალბომის გამოსვლას წინ უძღვის მასშტაბური პრომოუშენი. ჯგუფის წევრები ახლახან ჯიმი ფელონის შოუშიც იყვნენ მიწვეულნი.

„ახალი ეპოქის დაწყება“, – ასე უწოდებენ ეპოქალური მუსიკოსები თავიანთ ახალ ნამუშევარს.

შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, A Bigger Bang 2005 წელს გამოვიდა.

ეს ფოტოები ისტორიას დარჩება – ლეგენდარული The Rolling Stones-ის სასწაული პერფორმანსი ლონდონში

ლეგენდები – The Rolling Stones-ის ახალი ტურნე Sixty დაიწყო

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები