LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზენდეიამ და ტომ ჰოლანდმა მორიგი მოდური ფურორი მოაწყვეს

257
photo-collage.png (59)

ფილმის – Spider-Man: Brand New Day მსოფლიო პრემიერა, ზენდეიასა და ტომ ჰოლანდის მოდურ სანახაობად იქცა.

27 ივლისს, ლოს-ანჯელესში გამართული კინოსურათის გრანდიოზული პრეზენტაცია მსახიობების ბოლო და მთავარი გაჩერება იყო იქამდე, ვიდრე პროექტი მაყურებლისთვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდება.

ადამიანი-ობობა: სრულიად ახალი დღე“ კინოთეატრებში, 31 ივლისს გამოვა.

წითელ ხალიჩაზე მსახიობებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თემატური ჩაცმულობისა და სტილის კოორდინაციის ნამდვილი დიდოსტატები არიან.

სტილისტ ლოუ როუჩთან კოლაბორაციით, ზენდეიამ ღონისძიებაზე განსაცვიფრებელი, შავი ატლასის Ashi Studio-ს მაღალი მოდის კაბა მოირგო. სამოსის ღრმა დეკოლტე და დიზაინი სიმბოლურად ობობის ანატომიურ დეტალებს იმეორებდა.

მსახიობის იმიჯს იდეალურად ასრულებდა ბრენდ Boucheron-ის არტ-დეკო სტილის ბრილიანტის საყურეები და Christian Louboutin-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლის წვერზეც ობობის მინიატურული ფიგურა იყო დატანილი.

ზენდეიას დრამატულ შავ იმიჯს იდეალური კონტრასტი შეუქმნა მისმა მეუღლემ და ფილმის მთავარმა გმირმა, ტომ ჰოლანდმა. მსახიობი წითელ ხალიჩაზე მოდის სახლ Jacquemus-ის მკვეთრ წითელ კოსტიუმში გამოეწყო, რაც პირდაპირი მინიშნებაა მისი პერსონაჟის, „ადამიანი-ობობის“ საფირმო ფერებზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ვარსკვლავური წყვილი ფილმის პრეს-ტურის ფარგლებში არაერთი ქალაქს სტუმრობდა, თითოეულ პრემიერაზე კი განსხვავებულ, ობობის თემატიკით შთაგონებულ სამოსს ირგებდა. კინოკრიტიკოსებისა და მოდის ექსპერტების აზრით, მათი კოორდინირებული გამოჩენები ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოდურ მოვლენად დარჩება კინოინდუსტრიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები