LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰოლანდი ფრედ ასტერის როლს მოირგებს

110
photo-collage.png (55)

ტომ ჰოლანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Sony Pictures-ის მომავალ კინოპროექტში, ფრედ ასტერს განასახიერებს. ჰოლანდის გადაწყვეტილებით, ფილმში ყველა საცეკვაო ნომერს თავად, დუბლიორების გარეშე შეასრულებს. მას სურს ცეკვები ზუსტად ისე, ერთიან კადრში გადაიღონ, როგორც ამას თავად ასტერი აკეთებდა.

დიდი გამოცდილების მიუხედავად, ეს კი იმ ფონზე, როცა ჰოლანდი ბავშვობაში მიუზიკლში – ,,ბილი ელიოტი” ცეკვავდა, მან აღიარა, რომ ასეთი ლეგენდის განსახიერების გამო დიდ პასუხისმგებლობასა და შიშს გრძნობს.

არსებული ცნობებით, ბიოგრაფიული ფილმის გადაღებები 2027 წლის იანვარში იგეგმება და ის ფოკუსირებული ასტერისა და მისი დის, ადელის სასცენო პარტნიორობასა და ცხოვრებაზე იქნება.

ბიოპიკს რეჟისორი, პოლ კინგი გადაიღებს, რომელიც ცნობილია ფილმებით – ,,პადინგტონი” და ,,ვონკა”.

ცნობისთვის, ფრედ ასტერი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მოცეკვავე, მსახიობი, მომღერალი და ქორეოგრაფი იყო, რომლის კარიერაც შვიდ ათწლეულზე მეტს მოიცავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები