LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი წლის შემდეგ პირველად წითელ ხალიჩაზე – ზენდეიასა და ტომ ჰოლანდის უახლესი გამოჩენა

131
page

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი, ზენდეია და ტომ ჰოლანდი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ ერთად წითელ ხალიჩაზე. მსახიობებმა მადრიდში გამართული ფილმის პრემიერის, Spider-Man: Brand New Day, ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა და ოფიციალურად დაიწყეს ახალი კინოსურათის სარეკლამო ტურნე.

Spider-Man: Brand New Day-ს პირველი ტრეილერი გავრცელდა

წყვილი, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში ქორწინების შესახებ ჭორები აქტიურად ვრცელდება, ღონისძიებაზე ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩეოდა.

ზენდეიამ ყურადღება მიიპყრო ელეგანტური კორსეტიანი კაბით, რომელსაც ფოჩები ამშვენებდა, ხოლო ტომ ჰოლანდმა შავი კოსტიუმი მოირგო, რომლის ქვეშაც წითელი პერანგი ეცვა.

ზენდეია და ტომ ჰოლანდი გაიპარნენ – წყვილის ფარული ქორწილის შესახებ სტილისტი ალაპარაკდა

ცნობისთვის, ბოლოს მსახიობები ერთად წითელ ხალიჩაზე 2021 წელს, ფილმის Spider-Man: No Way Home პრემიერის სარეკლამო კამპანიის დროს გამოჩნდნენ. სწორედ იმ პერიოდში დაადასტურეს მათ რომანტიკული ურთიერთობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები