2026 წლის 31 ივლისს ეკრანებზე Spider-Man: Brand New Day გამოვა. სულ ცოტა ხნის წინ პიტერ პარკერის როლის შემსრულებელმა, ტომ ჰოლანდმა, სოციალურ ქსელში ფილმის პირველი კადრები გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ტრეილერში „ადამიანი ობობა“ ახალი კოსტიუმით ჩნდება.
ზენდეია და ტომ ჰოლანდი გაიპარნენ – წყვილის ფარული ქორწილის შესახებ სტილისტი ალაპარაკდა
ახალ ნაწილში როგორც ნაცნობ, ისე სრულად ახალ სახეებს ვიხილავთ. მარკ რუფალოსა და ჯონ ბერნტალის გარდა, ეკრანებს მაიკლ მანდოს პერსონაჟი, მორიელი უბრუნდება. სამსახიობო გუნდს ასევე შეუერთდნენ სეიდი სინკი, ტრამელ ტილმანი, ლიზა კოლონ-ზაიასი და მარვინ ჯონსი.
ცნობისთვის, ეს ტომ ჰოლანდისთვის „ადამიანი ობობას“ მეოთხე ფილმი და „მარველის“ სამყაროში მისი მეშვიდე გამოჩენა იქნება.