LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკუნის კოლაბორაცია! – The Rolling Stones და The Beatles – ერთობლივ ალბომზე მუშაობენ

153
UntitledTRTR

შორეულ და ფერად სამოციანებში ალბათ ორი ლეგენდარული ჯგუფის, The Rolling Stones-ისა და The Beatles-ის კოლაბორაციაზე ვერავინ იოცნებებდა. თუმცა, როდესაც ჩვენს საუკუნეს ისეთი არტისტები შემორჩნენ, როგორებიც მიკ ჯაგერი, რონი ვუდი, კიტ რიჩარდსი, პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი არიან, ყველაფერი შესაძლებელია, მუსიკა ხომ ყველასა და ყველაფერს აერთიანებს.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს ორი ეპოქალური ჯგუფი ერთობლივ ალბომზე მუშაობენ. მედიის ცნობით, სერ პოლ მაკკარტნიმ და რინგო სტარმა The Rolling Stones-ის მომავალ ალბომში დიდი წვლილი შეიტანეს და ერთობლივი კომპოზიციები ჩაწერეს. ჯერჯერობით უცნობია ალბომის სახელწოდება, არც ის ვიცით, როდის ნახავს ის დღის შუქს, თუმცა, ახლახან კიტ რიჩარდსმა განაცხადა, რომ მათ ალბომი უკვე შექმნეს და ახლა ის დამუშავების პროცესშია.

ეს ფოტოები ისტორიას დარჩება – ლეგენდარული The Rolling Stones-ის სასწაული პერფორმანსი ლონდონში

ლეგენდარული The Beatles-ის დოკუმენტური ფილმის პირველი თრეილერი გავრცელდა – ნახეთ უცნობი კადრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები