მსახიობები, მარგარეტ ქუალი და კალუმ ტერნერი ნიუ-ჯერსის ქუჩებში, ახალი ფსიქოლოგიური ჰორორის, Possession გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. პაპარაცულ კადრებში, ისინი საკმაოდ ემოციურ და მძიმე სცენას თამაშობენ.
გადაღებების დროს მარგარეტს იასამნისფერი კაბა აცვია და გზაჯვარედინზე თავის პარტნიორს, დუა ლიპას მეუღლეს უყვირის. თავის მხრივ, ტერნერის პერსონაჟი ნაცრისფერ სვიტერშია გამოწყობილი, რომელიც ვიზუალურად სისხლითაა დასვრილი, რაც ფილმის დაძაბულ და შემზარავ სიუჟეტზე მიანიშნებს.
,,მფლობელობა” ანჯეი ჟულავსკის 1981 წლის ამავე სახელწოდების საკულტო საშინელებათა ფილმის თანამედროვე რიმეიქია. ორიგინალური სიუჟეტი ცოლ-ქმრის მტკივნეულ განქორწინებასა და ქალის ირგვლივ განვითარებულ ზებუნებრივ, პარანოიდულ მოვლენებზე მოგვითხრობს.
ახალი ვერსიის რეჟისორი პოპულარული ჰორორ-ფრენჩაიზის, Smile ავტორი, პარკერ ფინია, ხოლო ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი – რობერტ პატინსონი იქნება. პროექტში მონაწილეობას პოლ დანოც მიიღებს.