LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ცოლ-ქმრის სტატუსით საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ

125
photo-collage.png (3)

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ცოლ-ქმრის სტატუსით წითელ ხალიჩაზე, პირველად გამოჩნდნენ.

ამ დღეებში, ვარსკვლავური წყვილი ნიუ-იორკში, კალუმის ახალი ფილმის, One Night Only პრემიერაზე წარდგა.

წყვილმა, რომელმაც 31 მაისს ლონდონში ოფიციალურად იქორწინა, მოგვიანებით კი სიცილიაში გრანდიოზული საქორწილო წვეულება გადაიხადა, წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.

მომღერალს Ferragamo-ს შავი კაბა ეცვა, ხოლო მსახიობს Louis Vuitton-ის ლურჯი კოსტიუმი ჰქონდა მორგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები